„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმებზე დღეს პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მარტიდან რეგიონებში გასვლითი ღონისძიებები იგეგმება, რომელთა მთავარი მიზანიც წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება იქნება. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტიის მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. ღარიბაშვილმა არჩევნებზე ოპოზიციის შანსებზეც ისაუბრა.
კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე – ანა ბროლაძე თემის დეტალებით.