ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს. აღინიშნა საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა ეთხოვა. მთავრობის მეთაურის თქმით, საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერაში უმნიშვნელოვანესია.