საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა ორი ქვეყნის დარგობრივ სამინისტროებსა და პარლამენტებს შორის.