პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრემიერი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოს, სავარაუდოდ, 30 ივნისს მიმართავს. როგორც ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში უკვე პარლამენტშია. მისი თქმით, 5 ივნისის ბიუროს სხდომის შემდეგ, დოკუმენტი კომიტეტებსა და საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს გადაეცემათ. პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის წარდგენას რეგლამენტი ითვალისწინებს. რეგლამენტის მიხედვით, მთავრობის ხელმძღვანელმა ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს პირველ ივნისამდე უნდა წარუდგინოს, მისი განხილვა კი, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ივნისის ბოლომდე იმართება.