საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ასევე, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მნიშვნელოვანია პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.