ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას, იური ლუიკს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე – საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე  თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაც გაფორმდა. ირაკლი ღაიბაშვილმა, მინისტერიალის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები ფრანგ კოლეგასთან საუბრით დაასრულა. ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივის – საჰაერო თავდაცვის განვითარებაში საფრანგეთის მხარდაჭერა.

მხარეებმა „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიულ დიალოგზეც“ იმსჯელეს, რომელიც ფრანგულ მხარესთან მრავალმხრივ და მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხების სფეროში ინტენსიურ კონსულტაციებს ითვალისწინებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის აკვატორიაში ფრანგული სამხედრო გემების რეგულარულ ვიზიტებსაც. ასევე, აღინიშნა აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სამშვიდობო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ფრანგი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობა.