ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო სისტემების მიმართულებით.

გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.