ირაკლი გამრეკელის საიუბილეო გამოფენა

ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის შემოქმედება საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

პირველი ნაბიჯები თეატრში, თანამშრომლობა ცნობილ რეჟისორებთან, უნიკალური ესკიზები, სცენოგრაფიები, ფერწერული ტილოები – ირაკლი გამრეკელს და მის უნიკალურ ნამუშევრებს ეროვნულ გალერეაში გაიხსენებენ.

მასშტაბური გამოფენა ირაკლი გამრეკელის 130-ე იუბილეს ეძღვნება. ექსპოზიცია მხატვრის 150-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს და ის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 14 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.