მურთაზ ზოდელავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები რამდენიმე ათეულმა წევრმა დატოვა.
პოლიტიკოსი ხელისუფლებას ცრუ ახალი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებს. საკითხზე განცხადება გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმაც. სანდრა რულოვსის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციაც, რაც ხელისუფლების პანიკაზე მიუთითებს.
გაერთიანებულ ოპოზიციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა. მისი თქმით, წარუმატებელი საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, ენმ ცდილობს საკუთარი კამპანიის წარუმატებლობა სხვა გადააბრალოს.