ირაკლი ბერაია დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შეხვდა. ირაკლი ბერაიამ უშუალოდ მათგან მოისმინა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთა პრობლემები.

ირაკლი ბერაიას თქმით, ადგილზე ძალიან მკაფიოდ ჩანს ოკუპაციით შექმნილი მძიმე ვითარება. ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები, ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები, რომელთა დანიშნულებაც არის მოსახლეობის იზოლაცია და დაშორიშორება.