ირაკლი ბებუას ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა მთავრობის ადმინისტრაციის წინ. ბებუას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ირაკლის ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მას სათანადო ყურადღება ვერ ექცევა. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. ირაკლი ბებუა ოკუპანტებმა ერთი წლის წინ დააკავეს. ის სასჯელს იხდის ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვის გამო, მას ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.