რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის პრემიერა გაიმართა.
თეატრალური დასის მონაწილეებმა მაყურებელს სპექტაკლი „სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროზე” წარმოადგინეს. ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრალური დასი უკვე სამი წელია ფუნქციონირებს. მასში 20 ახალგაზრდაა გაერთიანებული, აქედან 14 შშმ პირია.
დასის ხელმძღვანელების განცხადებით, ჯგუფის მიზანია, შეიქმნას შემოქმედებითი პროდუქტი სპეციფიკური განვითარების მქონე ადამიანებთან ერთად, რაც საზოგადოებაში ახალგაზრდების ინტეგრაციის პროცესს ემსახურება.