ბიძინა ივანიშვილის მიერ დედაქალაქისთვის ნაჩუქარი ტერიტორია ოპოზიციის მხრიდან ინტერპრეტაციების საგანი ხდება. ოპონენტები ცდილობენ, ქველმოქმედებას პოლიტიკური დატვირთვა მისცენ.
ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებენ და ახალ ბრალდებას აჟღერებენ ის პოლიტიკური ძალები, რომელთა მმართველობის დროს ყოფილ იპოდრომს რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა და კერძო კომპანიაზე გასხვისდა, შესაბამისად, „თბილისის ფილტვებად“ ცნობილ ადგილზე განაშენიანების პროცესი ნებადართული გახდა. ჯერ კიდევ 13 წლის წინ გაყიდულ ტერიტორიაზე ცათამბჯენების და მომავლის ქალაქის მშენებლობა დაანონსდა.
გიორგი კობერიძე გაგვახსენებს ძველი იპოდრომის ტერიტორიის გასხვისების ისტორიას.