იოსებ კობერიძემ წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა

მთაწმინდის დამოუკიდებელმა კანდიდატმა იოსებ კობერიძემ წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, როგორც მსოფლიო ჩემპიონის და ორთაბრძოლების ფედერაციის ხელმძღვანელის პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა იქნება.

პრიორიტეტებში შედის ქართული ენის დაცვა, ცილისწამებასთან ბრძოლა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა. მისივე განმარტებით, უკვე დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები და პრობლემების იდენტიფიცირება.