იონას საქართველო - მერვე სერია

დიდად განიხარა იოანემ, როცა მოგზაურებმა უწიეს მცხეთას და იქ კი გედევანიშვილები, სვეტიცხოვლის ოდინდელი მცველები დაუხვდნენ. ზურაბა ბევრს აქილიკებდა მცხეთელებს, იოანემ კი უამრავი სიანტერესო შეიტყო და ისიც გაიგო, თუ რას ნიშნავდა „კარის დამცხეთურება“. მერე მოგზაურებმა გეზი კახეთისკენ აიღეს, სადაც ხაშმის მონასტერში პირჯვრის ღვინოც გასინჯეს, გომბორიც გადაიარეს და ჩავიდნენ თელავს, იოანეს საყვარელ ქალაქს, სადაც ის, ბიჭობისას სემინარიაში სწავლობდა.

იონას საქართველო

სტუდია „ეპოქა“ აკა მორჩილაძესთან ერთად წარმოგიდგენთ პროექტს „იონას საქართველო“. XVIII საუკუნის დასასრული და XIX საუკუნის დასაწყისი – დიდი ცვლილებები საქართველოში და ამ დროის დიდი წიგნი – ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალური ისტორიებით. იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით მოთხრობილი ამბები,
აკა მორჩილაძის პროექტში „იონას საქართველო“.

პროექტის ავტორი და პროდიუსერი: ქეთევან სადღობელაშვილი
ავტორი და მთხრობელი: აკა მორჩილაძე
რეჟისორი: გიორგი ებრალიძე

ეპოქა

ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.