ევროკომისარ იოჰანეს ჰანს ელოდებიან ხვალ თბილისში. ევროკომისარი ორდღიანი ვიზიტით ჩამოდის. იოჰანეს ჰანის სტუმრობის ფარგლებში თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა ოფიციალურად გაიხსნება. ეს იქნება პირველი დაწესებულება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. იგი განკუთვნილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის და მათ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.
სწავლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს მიიღებენ. მაღალი რანგის სტუმარი ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდება.