იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია – ის აეროპორტიდან საპატრიარქოში გადაიტანეს. V-VII საუკუნეების საგანძური შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ხელნაწერი არის სინას მთის კოლექციიდან, არამეულ და ქართულ ენებზე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ის რამდენიმე თვის წინ „კრისტის აუქციონზე“ მილიონ ფუნტად შეიძინა და საჩუქრად ქვეყანას გადასცა.
გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.