იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია. ის აეროპორტიდან საპატრიარქოში გადაიტანეს. საუბარია მე-10 საუკუნის უმნიშვნელოვანეს ქართულ ძეგლზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე შეძენის შემდეგ საქართველოს გადასცა. ხელნაწერი აუქციონზე მილიონ 250 ათას სტერლინგად გაიყიდა.