ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი მილიონ ფუნტად შეიძინა. წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ისტორიული ცნობების თანახმად, პალიმფსესტის პირველადი ტექსტი არამეულ ენაზე იყო დაწერილი და მასში სახარების მნიშვნელოვანი ფრაგმენტები იკითხებოდა.
უკვე სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმემ მეათე საუკუნეში თითქმის გაფერმკრთალებული ტექსტი უკვე ქართულ ენაზე გადაწერა. ხელნაწერი ქვეყანაში უახლოეს დღეებში ჩამოვა და მისი ნახვა ეროვნულ მუზეუმში იქნება შესაძლებელი.