ფოლკლორის ცენტრმა, იოანე მინდიას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. წარმოდგენილი იყო მხატვრის 50-მდე ნამუშევარი. გამოფენასთან ერთად, მხატვრის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
ფილმი იოანე მინდიას ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს მოიცავს. გამოფენა დამთვალიერებელს 10 დეკემბრამდე უმასპინძლებს.