ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. იმსჯელეს წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. განიხილეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, მათ შორის, ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის გადავადების საკითხი. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელახალი რეგისტრაცია გადავადდება და აღნიშნულ საკითხზე მთავრობა და პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. აქცენტი გაკეთდა ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობაზე.