ექიმი პოლიტიკოსების მისამართით მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურნენ დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის მონახულებაში ის აზრს ვერ ხედავს, ვინაიდან საკითხს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ხუნდაძე აცხადებს, რომ როგორც ექიმს აქვს სურვილი სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული, თუმცა ანალოგიური სურვილი პოლიტიკური მიზნების გამო არ აქვს თავად მსჯავრდებულს.
სააკაშვილთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი, თუმცა ის ამბობს, რომ მსჯავრდებულს შეხვდება არა როგორც ექიმი, არამედ როგორც პოლიტიკოსი და საუბარიც სააკაშვილთან პოლიტიკურ საკითხებზე სურს.
ვახტანგ მეგრელიშვილმა ამ თემებზე „მოამბის“ შეკითხვებს უპასუხა.