შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე კლიმატური ცვლილებებისა და მასზე რეაგირების საკითხი კიდევ ერთხელ აქტიურდება. გაერო-ს განვითარების პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების, კერძოდ, კლიმატური კატასტროფების პრევენციისა და მართვის ნაწილში საქართველოს მთავრობას აქტიურად ეხმარება. საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებიც იღებენ კლიმატის მწვანე ფონდის დახმარებას. მიღებული ხელშეწყობა უზრუნველყოფს ცვლილებების მიმართ სისტემური მიდგომების განვითარებასა და დანერგვას. „მოამბე“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა პროგრამებს ახორციელებს გაერო საქართველოში და როგორ შეიძლება კლიმატური ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირება?
რა არის ის ძირითადი რეკომენდაციები, რაზეც საქართველოს გაერო-ს მუდმივი წარმომადგენელი საუბრობს?