„მოამბის“ მიერ ჩაწერილი ინტერვიუ ადამიანებთან, რომლებიც მიუნხენში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა გამოჯანმრთელებისთვის იბრძვიან.
საუბარი ცნობილ გერმანელ ვირუსოლოგთან და ქირურგთან, რომლებიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკაში მუშაობენ. ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ბავარიაში შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წევრია.
გერმანია ვირუსის მართვის და კონტროლის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. „კოვიდ 19“-ის პირველი აფქტი დადასტურდა 27 იანვარს მიუნხენთან ახლოს. დღეისთვის ქვეყანას ჰყავს 158 758 ინფიცირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 112 000 ადამიანი. გარდაიცვალა 6 126, რაც იტალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებია. ვნახოთ, როგორ ახერხებს ეს ქვეყანა დაავადების გავრცელების შენელებას.