ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა – ეს დიპლომატიური მისიის შესრულების პროცესში გერმანიის ახალი ელჩის მთავარი მიზანი იქნება. „მოამბემ“ დღეს პეტერ ფიშერთან ინტერვიუ ჩაწერა. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ყველა პოლიტიკურ ძალას ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს. ელჩი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საქართველოს მოცულობითი სამუშაოების შესრულება მოუწევს. ინტერვიუ გერმანიისთვის ისტორიულ დღეს გადის – ბერლინის კედლის დაცემიდან 33 წელი გავიდა. კითხვები უკრაინის ომზე და კიევის სამხედრო დახმარების საკითხზეც დავსვით.
ქეთი ჩოხელმა მოისმინა გერმანიის ახალი ელჩის რეკომენდაციები და რჩევები.