პრემიერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს შედეგი მიღწევადია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე იქნება ხელშესახები ცვლილებები ურთიერთობების გაჯანსაღებისა და გადატვირთვის კუთხით როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. მისივე თქმით, მაღალი ალბათობით, ძალიან მალევე მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება რეგიონში, რის გამოც საქართველოზე წნეხი შემცირდება.
ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან #აქტუალურითემა #LIVE
აქტუალური თემა