ინტერვიუ ნიკა ობოლაძესთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით მომზადებული „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება, სადაც საუბარია, რომ საქართველომ დემოკრატიის გზიდან გადაუხვია და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკვე მეორე დღეა, აქტიური განხილვის საგანია. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია „ნაციონალური მოძრაობით“, რადგან იმ დროს, როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება, ასეთი განცხადებებით არ უნდა გამოსულიყო. საკითხზე „მოამბის“ შეკითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ უპასუხა.