ინტერვიუ ლუკაშენკოსთან

„ბელარუსს საქართველოსთან არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური პრობლემები არ აქვს და მზად ვართ, ჩვენი კეთილი ურთიერთობები გამოვიყენოთ საქართველოს და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, რასაც სხვათა შორის ვაკეთებთ კიდეც,“ – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პირველი არხის შეკითხვაზე, – როგორ ვითარდება ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და რა არის მოსალოდნელი სამამავლოდ, – ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსმა და საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობები ნულიდან დაიწყეს და ახლა ვაჭრობა რამდენიმე ათეული მილიონის ტოლია.

ალექსანდრე ლუკაშენკო ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ყოველწლიურ შეხვედრას მართავს სახელწოდებით, „დიდი საუბარი პრეზიდენტთან.“