ექსკლუზიური ინტერვიუ ევროკომისრის წარმომადგენელთან, რომელიც ევროკავშირიდან საქართველოსთვის ფინანსების გამოყოფის საკითხებს წყვეტს.
თბილისში მყოფი ლორენს მერედიტი ქვეყნის იმ სუსტ და ძლიერ მხარეებზე საუბრობს, რომლებიც 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში გამოიკვეთა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სასამართლო სფეროზე და მასში გასატარებელ რეფორმებზე. ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიღწევად კი ვიზა-ლიბერალიზაციასთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებში გაზრდილი ექსპორტი სახელდება. ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღებზე ევროკომისრის წარმომადგენელი არ საუბრობს, თუმცა საქართველოს მიერ გადადგმულ იმ ნაბიჯებზე მიუთითებს, რომლებიც ინტეგრაციას აჩქარებს.
მარიამ მენაბდე შეხვდა ევროკომისრის წარმომადგენელს.