ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი რადიკალური ნაბიჯი და გადამეტებული რეაქციაა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, საერთო ჯამში, სტანდარტების დაცვით ჩატარდა, თუმცა, იყო ხარვეზებიც, რომელთა გამოსწორება აუცილებელია.