მაკკეინის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სიტყვით გამოვიდა ლიეტუვის პირველი დიპლომატიც, რომელიც კრემლის მისამართით განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა. ფორუმის შემდეგ, ლინას ლინკევიჩუსმა მოამბეს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს შექმნილ ვითარებას სახელი უნდა დაერქვას და ეს არის – ოკუპაცია.
დიპლომატის აზრით, ევროკავშირის წევრებს ბევრი დრო ჰქონდათ რუსეთზე აზრის შესაქმნელად, დასკვნების გამოსატანად და გადაწყვეტილებების მისაღებად. ინტერვიუში ლინკევიჩუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი წამების ფაქტებსა და მკვლელობებზე და მათზე რეაგირების აუცილებლობაზეც საუბრობს. – ქეთევან ქარდავა ესაუბრა ლინას ლინკევიჩუსს.