„მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ რუსეთი აუცილებლად ეცდება, გავლენა მოახდინოს როგორც 31 მარტს უკრაინაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ისე საქართველოში 2020 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა ამის შესახებ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, არჩევნების შედეგებზე ზეგავლენისთვის მოსკოვი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. რუსეთის ამ ძალსიხმევასთან გასამკლავებლად, ვოლკერი საჭიროდ მიიჩნევს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და გამჭვირვალობას.