უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ნატო მხარდაჭერის გაძლიერებას აპირებს იმ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან.
რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანას მადრიდის სამიტზე და რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს ქართულ მხარეს – „მოამბე“ დღეს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ესაუბრა. ხავიერ კოლომინას გზავნილია, რომ მოახლოებულ სამიტზე საქართველოს თანამშრომლობის ახალ ზომებს და მეტ პრაქტიკულ თანამშრომლობას შესთავაზებენ. სპეციალურ ზომებზე ორგანიზაცია ახლა მუშაობს. თუმცა, არის შენიშვნები, შეშფოთება და კონკრეტული რეკომენდაციები. კალომინა ხელისუფლებას რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებს. აქცენტი კეთდება სამ მიმართულებაზე – მათ შორისაა მართლმსაჯულების სფერო და საარჩევნო კანონმდებლობა.