თვენახევარზე ოდნავ მეტი რჩება ევროკომისიის მიერ დასახელებულ ოქტომბრის ბოლომდე, როდესაც ცნობილი უნდა გახდეს კომისიის საბოლოო შეფასება – როგორი წარმატებით შეასრულა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 რეკომენდაცია. მანამდე საქართველოში რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ვიზიტი შეაჯამა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებისა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ „მოამბის“ შეკითხვებს პოლიტიკური ჯგუფის, „ევრო-ოპტიმისტების“ ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უპასუხა.