ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი „მოამბესთან“ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს აფასებს. ჯეიმს აპატურაი იმ თემებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა იენს სტოლტენბერგთან აუდიენციის დროს განიხილა.
აპატურაის თქმით, სახელმწიფოს მეთაურს კარგად აქვს გააზრებული, როგორ უნდა შეუწყოს ხელი საკუთარი მანდატით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს.
ნატო-ში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს სურს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის მზად არის.