ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს მართავს. პარალელურად, მათი განცხადებით, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გეგმავს სააკაშვილის შეწყალებას.
როგორია მმართველი პარტიის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით – „მოამბის“ შეკითხვებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა.