ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებაზე საუბრობს. ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, მიუხედავად იმ პოლიტიკური სიმძიმისა, რომელიც მას ჩვენთვის ჰქონდა. აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „კვირის მოამბესთან“ ინტერვიუში. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა, თუმცა, მეორე მხარეს იყო აბსოლუტურად ზედაპირული, ყალბი, მაგრამ ძლიერი მესიჯი, სამწუხაროდ, არგუმენტებით ძლიერი მესიჯი ვერ გადავწიეთ და ეს არის რეალობა. „ვნახეთ, რომ გარკვეული ძალები უხეშად სარგებლობდნენ შექმნილი ვითარებით, მათ შორის ახალგაზრდებს, ადამიანებს რისკის ქვეშ აყენებდნენ და არ გვინდოდა, ეს პროცესი ასე გაგრძელებულიყო,“- აღნიშნა კობახიძემ.
ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან
კვირის მოამბე