მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები თებერვლის ბოლოსთვის უკვე გაწერილი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” განაცხადა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფმა პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იმისთვის რომ მართლმსაჯულების სისტემამ მოქალაქეთა უფლებების დაცვა სრულყოფილად შეძლოს.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი აცხადებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, 11-ჯერ შემცირდა.