კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე ევროკომისია ანგარიშს არა წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს მოამზადებს. სიახლის გაჟღერების შემდეგ ქართული პოლიტიკური სპექტრი საკითხს განსხვავებულად აფასებს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამით „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ფორმატის ცვლილების აუცილებლობა დასტურდება. „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ დადასტურდა დროის სიმცირეზე მათი პოზიცია. თემაზე „მოამბის“ შეკითხვებს პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ უპასუხა.