ევროპის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ტელე-რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხის ეთერში კომენტატორები, გიგა გვენცაძე და გიორგი თვალაბეიშვილი უძღვებოდნენ. როგორია პირველ დიდ ტურნირზე საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების თამაშის კომენტირება, – ამის შესახებ „მოამბის“ შეკითხვებს პირველი არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა და გადაცემა „ტაიმ აუტის“ ავტორმა და წამყვანმა, გიორგი თვალაბეიშვილმა უპასუხა.