ოთხი შეხვედრა და ოთხივე გამორჩეული თამაში – ეროვნულმა ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. საქართვლოს ნაკრების სენსაციურ გამოჩენაზე საუბრობს ყველა საერთშორისო გამოცემა. ხაზგასმით აღნიშნავენ ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის განსაკუთრებულ თამაშს. სოციალურ ქსელებში ამ დღეებში ხშირად შეხვდებოდით პოსტებს – „მადლობა გიორგი“, „მამარდა უძლეველია“. სწორედ გიორგი მამარდაშვილი უპასუხებს „მოამბის“ შეკითხვებს.