„თავს შევიკავებ სპეკულაციისგან, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, იქნება ეს მოლოდინზე ნაკლები, თუ მეტი პირობებით, თუ პირობების გარეშე, ერთი პრინციპული დასკვნა უცვლელი იქნება საქართველოსთვის – დროა, საქმეს შეუდგეს“, ეს ევროკავშირის ელჩის განცხადებაა. კარლ ჰარცელის თქმით, წლების განმავლობაში საქართველომ ცხადად მიაღწია პროგრესს რეფორმების განხორციელებაში.
„ამავე დროს საქართველოს შეეძლო უკეთესად მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირში არის მზარდი შეშფოთება ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“,- აღნიშნა ჰარცელმა.
ამ განცხადებაზე, ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინზე და მიმდინარე მოვლენებზე „მოამბის“ შეკითხვებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა უპასუხა.