ფრაზა, რომელიც მთელმა ქვეყანამ აიტაცა.
„მიდის სანახავად!“ – პირველი არხის კომენტატორის ემოციური შეძახილი, როდესაც პორტუგალიასთან თამაშის დროს მსაჯი სადაო ეპიზოდის გადასამოწმებლად წავიდა და პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით კი საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ფრაზა „მიდის სანახავად!“ კი გულშემატკივრების ლექსიკონში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. მისი ავტორი, საქართველოს პირველი არხის სპორტული მიმომხილველი, გიგა გვენცაძეა, რომელმაც „მოამბის“ შეკითხვებს უპასუხა.