მოახლოებული არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანელი ევროპარლამენტარი, რომლის მწვავე განცხადებებმა პოლიტიკურ სპექტრში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ვიოლა ფონ კრამონს „მოამბის“ ჟურნალისტი ლევან ახალაია ესაუბრა. დეპუტატი ამბობს, რომ, „ქართული ოცნების“ გასვლის მიუხედავად, შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტები, მათ შორის 43%-იანი დათქმა, უნდა შესრულდეს. კრამონი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლას საკმაოდ ნეგატიურად აფასებს და ფიქრობს, რომ ექს-პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნება არსებულ ისედაც დაძაბულ გარემოს კიდევ უფრო დაამძიმებს და არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისს შექმნის, რისი შუამავლობის სურვილი და რესურსი ევროკავშირს აღარ აქვს. როგორც ირკვევა, მან ეს პოზიცია სააკაშვილს პირადადაც გაუზიარა.
საკმაოდ მწვავე იყო კრამონის ტონი მმართველი გუნდის მისამართითაც. პოლარიზაციის შემცირება ევროპარლამენტარის მთავარი გზავნილია.