ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერგნეთის შეხვედრების გაგრძელებას ითხოვს.
პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქეით ფიერონი ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბრობს. ფიერონი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმისთვის ამოქმედებული ახალი საბაჟო წესების გამო შექმნილმა სასურსათო დეფიციტმა ადგილზე არსებული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ახალგორსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სხვა რაიონებში, რადგან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელი პუნქტები ჩაკეტილია.