დავით აღმაშენებლის დროს მოჭრილი მონეტა უკვე განთავსდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მალე მისი ხილვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. რამდენად მნიშვნელოვან აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, რა სახის ექსპერტიზა ჩატარდა მისი ავთენტურობის დასადგენად, – ამ და სხვა საკითხებზე „მოამბის“ შეკითხვებს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა, ნუმიზმატმა მაია პატარიძემ უპასუხა.