საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი მოვალეობის შესრულებას ამთავრებს.
ქვეყნის დატოვებამდე მან საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მისიის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე დაასახელა ის შედეგები, რომელებსაც მისიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიაღწია. ერიკ ჰოგი შეეხო ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხსაც. როგორც მან აღნიშნა, გაფრინდაშვილის საქმე განსაკუთებულია, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.
ერიკ ჰოგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. მასთან ინტერვიუს უფრო ვრცლად იხილავთ „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში.