ინტერვიუ ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურთან

რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესია საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ ამერიკის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კრემლის განზრახვა უკრაინაში ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებულია ათასობით რუსი სამხედრო და ეს არის დასავლეთისთვის გამოწვევა და ერთგვარი ტესტი. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ დასავლეთმა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთს ძლიერი პოზიცია აჩვენოს.

მოამბე