იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების თემას მუდმივად აღარ გადავდებთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ და რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ალექსანდრ ვერშბოუს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ში ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა, საუკეთესო გზაა, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემა და ნატო-ში გაწევრიანების რეალური სამზადისი დაიწყოს.