საქართველოს პარლამენტში ვეტერანთა კოდექსზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე.
ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას და უმრავლესობას საკითხზე ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სწორედ ამ ჯგუფმა უნდა იმუშაოს ვეტერანებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ერთიან ჩარჩოში მოქცევაზე, ვეტერანთა უფლებების დაცვასა და ღირსეულ მხარდაჭერაზე. ამ ინიციატივასა და სხვა პოლიტიკურ თემებზე „მოამბის“ შეკითხვებს „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უპასუხა.